Belive

მოურინიოს აზრით, წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებას ჰანს ფლიკი იმსახურებდა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
FIFA-მ 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები დაასახელა. "საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი" მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი სუპერვარსკვლავი რობერტ ლევანდოვსკი გახდა, რაც მოულოდნელობა არავისთვის ყოფილა. ფინალურ სამეულში ლევანდოვკისთან ერთად, ასევე იყვნენ ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ.
საკმაოდ მოულოდნელი გამოდგა "საუკეთესო მწვრთნელის" ნომინაციაში გამარჯვებულის ვინაობა. "საუკეთესო მწვრთნელის" პრიზი "ლივერპულის" გერმანელ დამრიგებელს იურგენ კლოპს გადაეცა ზედიზედ მეორედ.
კლოპთან ერთად ფინალურ სამეულში იყვნენ - მარსელო ბიელსა (ლიდსი) და ჰანს ფლიკი (ბაიერნი). ბევრის აზრით სწორედ ჰანს ფლიკი იყო მთავრი ფავორიტი FIFA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებისთვის ბრძოლაში. მას შემდეგ, რაც ფლიკმა 2019 წლის ნოემბერში ბაიერნი ჩაიბარა, გუნდს ყველა შესაძლო ტიტული მოაგებინა, რაც მთავარია, ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი - ჩემპიონთა ლიგა. "საუკეთესო მწვრთნელის" ჯილდოს მოგებით გაოცებული დარჩა თავად იურგენ კლოპიც.
“ბევრ ადამიანს გაუკვირდა, როცა ჩემი გვარი გამოაცხადეს. მეც ვფიქრობდი, რომ ჰანსი ფლიკს დაასახელებდნენ. ცხადია, ეს დიდი პატივია, თუმცა რთულად დასაჯერებელია”,- განაცხადა კლოპმა.
საინტერესო კომენტარი გააკეთა ჟოზე მოურინიომ, რომელიც ასევე თვლის, რომ წლის საუკეთესო მწვრთნელად  სწორედ ფლიკი უნდა დაესახელებინათ.
"ვფიქრობ, რომ ფლიკისთვის ერთადერთი შანსი წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდების მოსაპოვებლად იქნება, თუ "ბაიერნი" კიდევ ორ ან სამ ახალ ტურნირს იპოვის და მოიგებს. შესაძლოა, თუ ისინი 7 ტიტულს მოიგებენ ერთ სეზონში, ამ შემთხვევაში მაინც მოიგოს ფლიკმა ჯილდო. რადგან მე ვთვლი, რომ მან მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, გერმანიის სუპერთასი და ევროპის სუპერთასი მოიგო - მან მხოლოდ 5 დიდი ტიტული მოიგო. ასე რომ, ერთადერთი შანსი ფლიკისთვის ალბათ ის არის, რომ "ბაიერნთან" ერთად კიდევ რამდენიმე ტიტული მოეგო",- განაცხადა მოურინიომ სიცილით.  

სხვა სტატიები