Belive

მოურინიოს დასჯის შემდეგ, პოგბამ და მარსიალმა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჟოზე მოურინიოსა და პოლ პოგბას შორის არსებული უთანხმოების შესახებ არაერთი გავლენიანი გამოცემა წერდა. ბრიტანული ტაბლოიდების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლ პოგბა და ენტონი მარსიალი მოურინიოსთან უთანხმოების გამო კლუბის დატოვებას გეგმავდნენ. "წითელი ეშმაკების" მიერ ნაჩვენები ნეგატიური შედეგის გამო ჟოზე მოურინიო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე პოგბამ და მარსიალმა "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება გადაიფიქრეს. წყაროს მტკიცებით, პრემიერლიგის გრანდის ფრანგი ვარსკვლავები კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდებიან.

სხვა სტატიები