“მოურინიოს ელოდით? ნამდვილი ფეხბურთის გამოცდილება არ აქვს” – როგორ შეხვდნენ ჰალის ქომაგები არველაძის დანიშვნას?

შოთა არველაძე “ჰალ სიტის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის ახალ თანამდებობას ინგლისელი ქომაგები სოციალურ ქსელში განსხვავებული რეაქციით შეხვდნენ.

ჰალის” გვერდზე როგორც დადებითი, ისე ნეგატიური კომენტარები გვხვდება, საიდანაც რამდენიმეს გამორჩევა შეიძლება.

“კეთილი იყო ენი მობრძანება. გაუმჯობესებაში დაგვეხმარე”


“თითებს ვაჯვარედინებ, რომ წარმატება გვქონდეს”


“იმედი მაქვს, ეს ბრწყინვალე მომავლის დასაწყისი იქნება”


“ის ხომ დიდებული მწვრთნელია, რომელმაც, უდიდეს წარმტებას მთელს ევროპაში მიაღწია. განსაკუთრებით ინგლისში, სადაც ტიტულები მოიპოვა… მისი გამოცდილება ნამდვილ ფეხბურთში მხოლოდ ალკმაარის მწვრთნელის ასისტენტობაა. მე ინგლისურ ფეხბურთში გამოცდილ მწვრთნელს ველოდი”.


“თქვენ რა ჟოზე მოურინიოს ელოდებოდით? დააცადეთ ახალ მმართველს საქმის გაკეთება”.


“ფენომენალური ფეხბურთელი იყო გლაგზოს “რეინჯერსში”, იმედია, ასეთივე მწვრთნელი იქნება. (პასუხი) – ნაჩვენები შედეგებით ასე ვერ ვიტყოდი, მაგრამ თითებს გადავაჯვრედინებ“.


“იგი “აიაქსსა” და “რეინჯერსში” გამარჯვებულის მენტალიტეტით სავსე იყო, სასიამოვნოა მისი აქ ხილვა”.


“მგონი გუნდს თურქი ფეხბურთელებით გავავსებთ და გასახდელში ჰარმონიას გავაფუჭებთ”.


“რეინჯერსში ლიდერული თვისებებით გამოირჩეოდი, იმედია მწვრთნელის რანგშიც ასე იქნება”.


“მე თურქეი ვარ და არ მჯერა მისი წარმატების”.


“მხიარული კაცია, აქ მალე შეიყვარებენ“.


“მოურინიოს ელოდით? ნამდვილი ფეხბურთის გამოცდილება არ აქვს” – როგორ შეხვდნენ ჰალის ქომაგები არველაძის დანიშვნას?

სტატიის ავტორი
-