“ბორნმუთთან” უგოლო ფრედ დასრულებული მატჩის საღამო “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოსთვის, მორიგ საკულტო პრესკონფერენციად იქცა.
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რეგულაციების შემდეგ, პრემიერლიგაში მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია დისტანციურად იმართება. ცხადია, პორტუგალიელსაც მედიის წარმომადგენლების შეკითხვებზე პასუხის გაცემა ამ ფორმით მოუწია.
მას მერე, რაც ჟურნალისტი მიესალმა და ჰკითხა, ესმოდა თუ არა მისი ხმა, “განსაკუთრებულმა” უარყოფითი პასუხი გასცა, ყურსასმენი მოიხსნა და ტერიტორია დატოვა.
“Can you hear me?”
“No.”
Jose Mourinho wasn’t feeling particularly chatty after his team drew with Bournemouth 😅 pic.twitter.com/YRZ8WH0uX7
— ESPN FC (@ESPNFC) July 9, 2020
პრესკონფერენციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ადგილი ტექნიკურ გაუმართაობას ჰქონდა, თუმცა თავად ბრიტანელი ჟურნალისტი, ალესდერ გოლდი, ასე არ თვლის და ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჟოზე მისი ხმის გაგონებაზე დაფრთხა და პასუხს თავი აარიდა.
ფოტოებში ჩანს, რომ იგივე რამ მაშინაც მოხდა, როცა მოურინიო მადრიდის “რეალს” თავკაცობდა.
As if this actually happened. https://t.co/PFg0znDjDJ
— Andy Ha (@AndyHa_) July 9, 2020
ამ მორიგი დაკარგული ქულის შემდეგ, “დეზებს” 34 ტურში მოპოვებული 49 ქულით მერვე ადგილი უკავიათ და ევროზონის საგზურის მოპოვება ძალიან გაუჭირდებათ.