Belive

მოურინიოს პირველი პრესკონფერენცია: "თავმდაბალი გავხდი"

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჟოზე მოურინიომ "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი პრესკონფერენცია ჩაატარა. მისი თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედში" მიღებული გამოცდილების შედეგად, იგი უფრო მეტად თავმდაბალი ადამიანი გახდა.
"მე თავმდაბალი ადამიანი ვარ და შემიძლია ჩემს კარიერას სრული ანალიზი გავუკეთო. მე ვეძებ შეცდომებს და ვპოულობ პასუხობს. ჩემი ანალიზის მთავარი პრინციპია - არ გადავაბრალო ჩემი შეცდომები სხვებს," აღნიშნა მოურინიომ.
პორტუგალიელმა, რომელიც ერთ დროს საკუთარ თავს "განსაკუთრებულს" უწოდებდა, "ტოტენჰემ ჰოთსფური" მიმდინარე კვირაში ჩაიბარა. ამას წინ უძღოდა ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მაურისიო პოჩეტინოს "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება მოუწია.
"ბოლო დღეებში სულ კარგ ხასიათზე ვარ, მაგრამ ამ ყველაფერს მცირე სევდაც თან სდევს: ვგულისხმობ მაუსირიო პოჩეტინოს ფაქტორს. მან უდიდესი შრომა გასწია და ტოტენჰემი ყოველთვის მის სახლად დარჩება, გუნდის კარი მისთვის ღიაა. დარწმუნებული ვარ, რომ პოჩეტინო ძლიერ გუნდში იმუშავებს," განაცხადა მან.
პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიოს ჰკითხეს, თუ რატომ არ უნდოდა 4 წლის წინ მას "ტოტენჰემში" გადასვლა. "ეს მაშინ ვთქვი, სანამ ჩელსიდან გამაგდებდნენ," უპასუხა ჟოზემ.
ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ პოჩეტინოს განთავისუფლება იმით ახსნა, რომ მიმდინარე სეზონში “ტოტენჰემს” არადამაკმაყოფილებელი შედეგები ჰქონდა. “სპურსს” პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3 გამარჯვება ჰქოდა მოპოვებული.
“ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან არ გვინდოდა. ეს არის ცვლილება, რომლის მიღებაც ხელძღვანელობას ძალიან გაუჭირდა. მაურისიოსთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად, გუნდს ძალიან კარგი მოგონებები აკავშირებს, ეს ჩვენი ისტორიაა. თუმცა კლუბმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მის ინტერესში შედიოდა. ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. შესაბამისად, გვჭირდება ახალი ენერგია, რომ ჩვენს გულშემატკივრებს მიმდინარე სეზონში გული არ გავუცრუოთ,”  აღნიშნულია "ტოტენჰემის" განცხადებაში.

სხვა სტატიები