მოურინიოს პირველი ვარჯიში ტოტენჰემში. ფეხბურთელები კმაყოფილი არიან

1.56K
ნახვა

ჟოზე მაურინიომ პირველი ვარჯიში გამართა ახალ გუნდში. რა თქმა უნდა პორტუგალიელს ადაპტაცია სჭირდება, რაც გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული, თუმცა მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე, “ტოტენჰემის” ფეხბურთელები მას კარგად შეხვდნენ.

ფეხბურთელებისთვის საკმაოდ საინტერესო იყო მათი პირველი ვარჯიში პორტუგალიელთან. ცნობილია , რომ ჟოზეს სხვადასხვა გუნდებში ხშირად ჰქონია პრობლემა “ვარსკვლავებთან”. აქ კი ჯერჯერობით ყველაფერი იდეალურად დაიწყო.

ჟოზე მოურინიო ბოლო პერიოდში არ არის ცნობილი ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობით. მაგალითისთვის, შეგვიძლია კასილასთან დაპირისპირება, რის გამოც მადრიდის “რეალის” ლეგენდას გუნდის დატოვება მოუწია. მეორე მხრივ, ყველას ახსოვს მისი მეგობრული ურთიერთობა “ჩელსის” ფეხბურთელებთან, რამაც საუკეთესო შედეგები მოიტანა.

 

(1557)

მოურინიოს პირველი ვარჯიში ტოტენჰემში. ფეხბურთელები კმაყოფილი არიან

სტატიის ავტორი
-