მოურინიოს პსჟ-ს ვარსკვლავი სურს

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა იბრძოლოს “პარი სენ-ჟერმენის” და მსოფლიო ფეხბურთის სუპერვარსკვლავის, ნეიმარის გადმოსაბირებლად.

“DON BALON”-ის ინფორმაციით, მოურინიომ 2019 წლის ზაფხულის მთავარ სატრანსფერო სამიზნედ ნეიმარი დაასახელა.

“წითელ ეშმაკებს” ძალიან სურდათ “რეალ მადრიდიდან” გარეტ ბეილის შეძენა, თუმცა საბოლოოდ უელსელმა კარიერის გაგრძელება სამეფო კლუბში არჩია.

ნეიმარს წელსაც უწინასწარმეტყველებდნენ პარიზის დატოვებას და “რეალში” გადასვლას, თუმცა ტრანსფერი არ შედგა, ამიტომ “ოლდ ტრაფორდის” ბინადრები ეცდებიან ბრაზილიელი ვარსკვლავის გადაბირებას.

(66)

მოურინიოს პსჟ-ს ვარსკვლავი სურს

სტატიის ავტორი
-