Belive

მოურინიოს "რეალი"- გუნდი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის ერთ სეზონში 121 გოლი გაიტანა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
2011-12 წლების მადრიდის "რეალი", რომელსაც სათავეში პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო ედგა, შესაძლოა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო.  პორტუგალიელს ხშირად იმ დაცვითი ფეხბურთის გამო აკრიტიკებდნენ, რომელსაც მისი გუნდები თამაშობდნენ, მაგრამ ამას 2011-12 წლების "რეალზე" ნამდვილად ვერ ვიტყვით, რადგან გუნდმა ლა ლიგის 2011-12 წლების სეზონში სარეკორდო 121 გოლის გატანა შეძლო. აღნიშნული შედეგი არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ მთლიანად ევროპაშია სარეკორდო. იმ პერიოდში მოურინიოს განკარგულებაში იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: რონალდუ, ბენზემა, ოზილი, კაკა და იგუაინი. გუნდი საოცარ კონტრშეტევით ფეხბურთს თამაშობდა. "რეალის" შეტევაში გაერთიანებული იყო ტემპი, ძალა და კრეატიულობა, რამაც გუნდს ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოუტანა. ესპანეთის საფეხბურთო ისტორიაში ჟოზე მოურინიოს 2011-12 წლების "რეალი" რეკორდსმენია გატანილი გოლების მხრივ. 121 გოლი, რომლებიც საოცარი სისწრაფის და მომაკვდინებელი კონტრშეტევების ნაყოფია.
   
"რეალის" მოთამაშეების სტატისტიკა 2011-12 წლების ესპანეთის ჩემპიონატის სეზონში:   კრიშტიანუ რონალდუ - 46 გოლი, 12 საგოლე გადაცემა ქარიმ ბენზემა - 21 გოლი, 11 საგოლე გადაცემა გონსალო იგუაინი - 22 გოლი, 9 საგოლე გადაცემა მესუთ იოზილი - 4 გოლი, 19 საგოლე გადაცემა ანხელ დი მარია - 5 გოლი, 16 საგოლე გადაცემა კაკა - 5 გოლი, 10 საგოლე გადაცემა  

სხვა სტატიები