Belive

მოურინიოს რომაში ბარსელონას ფეხბურთელის ხილვა სურს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიელ სპეციალისტს, ჟოზე მოურინიოს, რომელიც მომავალ სეზონში ,,რომას'' მთავარი მწვრთნელი გახდება, იტალიურ გუნდში ,,ბარსელონას'' ფეხბურთელის გადაყვანა სურს. ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საუბარია კატალონიელთა შემტევზე - ფრანსისკო ტრინკაუზე. ,,ბარსელონას'' პორტუგალიელის გაყიდვა არ სურს, თუმცა ფორვარდის არენდით გაშვებას განიხილავს. ტრინკაუ ,,ბარსელონაში'' 2020 წელს ,,ბრაგადან'' გადავიდა და ,,ბლაუგრანასთან'' 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 40 შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები