Belive

მოურინიოს წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ოფიციალურად დასრულდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებით აგორებული სკანდალი, ესპანეთში კვლავ მძვინვარებს. ესპანელმა სამართალდამცველებმა არაერთ ვარკსკვლავს წაუყენეს ბრალი გადასახადების დამალვაში. კრიშტიანო რონალდუს, ლეო მესის, ხავიერ მასკერანოსა და ალექსის სანჩესის შემდეგ, ჟოზე მოურინიოს ჯერიც დადგა. 11 თვის წინ, სასამართლო პროცესიდან გამოსულმა მოურინიომ, რეპორტიორებს განუცხადა, რომ მან 3.3 მილიონი ევროს გადახდაზე თანხმობა განაცხადა, რათა 1 წლიანი პატიმრობისთვის თავი აერიდებინა. მიუხედავად მოურინიოს თანხმობისა, ესპანელი სამართალდამცველები კვლავ აწარმოებდნენ გამოძიებას მის წინააღმდეგ. საქმე ჟოზე მოურინიოს მადრიდის "რეალში" მოღვაწეობის პერიოდს (2011-2012) ეხება. გავლენიანი ესპანური წყაროების მტკიცებით, სამართალდამცველებსა და მოურინიოს იურისტებს შორის გამართული მოლაპარაკებები საბოლოოდ დასრულდა. El Mundo-ს გავრცელებული ინფორმაციით, მოურინიოს წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ოფიციალურად შეწყდა. ესპანური კანონმდებლობის თანახმად, დანაშაული, რომლისთვისაც განკუთვნილი სასჯელი 2 წელს არ აღემატება - პატიმრობის ნაცვლად, შესაძლებელია ფინანსური ჯარიმით შეიცვალოს.    

სხვა სტატიები