Belive

მოურინიოსა და პოგბას შორის სკანდალი მწიფდება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ პოლ პოგბა კაპიტნის სამკლაურს ვეღარ მოირგებს. პორტუგალიელ სპეციალისტსა და პოგბას შორის არსებული უთანხმოება ბრიტანული ტაბლოიდებისათვის სპეკულირების მთავარ თემას წარმოადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, ჟოზე მოურინიოსა და ფრანგ ვარსკვლავს შორის მორიგი დაპირისპირება "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მოხდა. წყაროს მტკიცებით, მოურინიომ პოგბას განუცხადა, რომ კაპიტნის სამკლაურს ვეღარასდროს მოირგებს, რადგანაც მას საჭირო ტემპერამენტი არ გააჩნია. "სიმართლეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ პოლ პოგბა ვიცე-კაპიტანი აღარ არის. ის ვეღარასდროს მოირგებს კაპიტნის სამკლაურს. აღნიშნული გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მივიღე და დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ", აღნიშნა მოურინიომ Sky Sports-თან საუბარში.

სხვა სტატიები