Belive

,,მოუსმინე ჩემნაირ იდიოტს'' - რჩევა, რომელიც სუარესმა ნუნიესს მისცა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლივერპულის'' თავდამსხმელმა, დარვინ ნუნიესმა, ისაუბრა ლუის სუარესზე, რომელმაც ,,მერსისაიდელების'' შემტევს ,,კრისტალ პალასთან'' მატჩში გაძევების შემდეგ დაურეკა:

,,სუარესმა მითხრა - ,,მოუსმინე ჩემნაირ იდიოტს''. მე ნამდვილად ვაფასებ ამ გზავნილს და მის სიყვარულს.

ეს კარგი იყო, რადგან ცოტა ადამიანი თუ შეიწუხებდა თავს მობილურის ასაღებად და შეტყობინების გამოსაგზავნად. მისი ჟესტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ლუისი მისაბაძი მაგალითია, მთელს მსოფლიოში კერპია... მე ახლა ვიწყებ, ახალგაზრდა ვარ, მან კი ეს ყველაფერი იცის, რადგან უკვე ,,ლივერპულთან'' ერთად პრემიერ ლიგაში ნათამაშები ქვს. სუარესმა მითხრა, რომ ასეთი რამ ყოველ თამაშში მოხდება, მე კი უნდა გავძლიერდე და შეცდომები არ გავიმეორო,'' - განაცხადა ნუნიესმა.

ნუნიესი პრემიერ ლიგის მეორე ტურში, ,,კრისტალ პალასთან'' შეხვედრაში, იოაკიმ ანდერსენთან დაპირისპირების გამო გააძევეს.

მიმდინარე სეზონში 23 წლის ურუგვაელის ანგარიშზე ,,ლივერპულის'' მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები