Belive

მრავალმხრივ ნიჭიერი რომელუ ლუკაკუ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რომელუ ლუკაკუ ნიჭიერი და მრავალმხრივი ადამიანია. გარდა საფეხბურთო უნარ-ჩვევებისა, ბელგიელი თავდამსხმელი საკმაოდ ერუდირებული და განათლებული პიროვნებაა. ის რამდენიმე ენას ფლობს, აქვს ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგში და საკუთარი მკაფიო აზრი მრავალ საკითხზე, რაც მისი გარემოცვისგან ხშირად გვსმენია. როგორც თავად 26 წლის ფეხბურთელი ყვება, მას ენის სწავლის პრობლემა არ აქვს და იტალიური სულ რაღაც 2 კვირაში აითვისა. "ინტერში გადასვლამდე კრიშტიანუ რონალდუს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ სერია A მსოფლიოში ყველაზე ძლიერი დაცვის მქონე ჩემპიონატია. მას გოლების გატანა ყველგან შეუძლია, თუმცა იტალიაში ყველაზე რთული დრო უდგას. რადგან რონალდუმ ასე თქვა, ეს ნიშნავს, რომ იტალიის ჩემპიონატში გატანა მართლაც ძალიან რთული ამოცანაა. აქ თამაში უფრო რთულია, ვიდრე ინგლისში. პრემიერლიგაში ფეხბურთი უფრო ინტენსიურია, იტალიაში კი მჭიდროდ ჩაკეტილი სისტემაში. "ინტერში" ინგლისურად არავინ საუბრობს, ამიტომაც იტალიურის სწავლა გადავწყვიტე და ორ კვირაში კარგი შედეგიც მივიღე",-თქვა ბელგიელმა.

სხვა სტატიები