მსაჯის გაკრიტიკებისთვის, იურგენ კლოპი არ დაისჯება

ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია იურგენ კლოპისადმი სადამსჯელო ღონისძიებების გატარებას არ განიხილავს – “საუთჰემპტონთან” განცდილი მარცხის შემდეგ, გერმანელი სპეციალისტი მიიჩნევდა, რომ სადიო მანეს წინააღმდეგ თამაშის წესები დაირღვა, რაც ანდრე მარინერს არ უნდა გამორჩენოდა.

რა მოხდა?

როგორც მოგახსენეთ, “ლივერპული” “საუთჰემპტონმა” ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას, ორი საკამათო ეპიზოდი ვიხილეთ: პირველ შემთხვევაში, კარისკენ გაგზავნილი ბურთი ჯეკ სტივენსმა იდაყვით მოიგერია, მეორედ კი სადიო მანეს წინააღმდეგ კაილ იოლკერ-პიტერსმა უხეშად ითამაშა, თუმცა მსაჯის გადაწყვეტილებით, პენალტი არ დანიშნულა.

კლოპის შეფასებით, ეს არასამართლიანი გადაწყვეტილება იყო. მეტიც, გერმანელმა სპეციალისტმა “მანჩესტერ იუნაიტედზეც” ისაუბრა და აღნიშნა, რომ “წითელი ეშმაკების” სასარგებლოდ, მსაჯები 11-მეტრიანებს ხშირად ნიშნავენ.

მსაჯის გაკრიტიკებისთვის, იურგენ კლოპი არ დაისჯება 1

რა თქვა კლოპმა?

“მანეს ეპიზოდის შემდეგ, მეოთხე მსაჯთან მივედი და მომენტის გადამოწმება ვთხოვე, მან კი მიპასუხა, რომ მსაჯებს ეს მომენტი უკვე განხილული ჰქონდათ. ის, რაც ანდრე მარინერმა სადიო მანეს წინააღდეგ გააკეთა, ნორმალური არაა, გულწრფელად რომ გითხრათ”.

რა თქვა კლოპმა მანჩესტერ იუნაიტედზე?

“სოლსკიაერი “მანჩესტერ იუნაიტედში” 2 წელია მუშაობს, მე კი უკვე 5.5 წელია “ლივერპულში” ვარ. თუმცა ამ პერიოდში, სოლსკიაერის გუნდის სასარგებლოდ მეტი პენალტია დანიშნული. ეს ჩემი ბრალი არაა, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს, ეს როგორ უნდა მომხდარიყო,” აღნიშნა კლოპმა.

რა შემთხვევაში სჯის FA მწვრთნელებს?

ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია მწვრთნელების განცხადებებს დიდ ყურადღებას უთმობს. იმ შემთხვევაში, თუკი მწვრთნელი მეტოქე გუნდის წარმომადგენელზე ან მსაჯზე იერიშს მიიტანს, FA-ის გუნდის ხელმძღვანელის დასჯა (დისკვალიფიკაცია, ფულადი ჯარიმა…) შეუძლია. თუმცა ერთ-ერთი გაიდლაინის თანახმად, თითოეული შემთხვევა განსხვავებულია და ყოველთვის გააჩნია, თუ რამდენად მწვავე განცხადება აქვს მწვრთნელს გაკეთებული.


იხილეთ მიმოხილვა: საუთჰემპტონი 1:0 ლივერპული 

(73)

მსაჯის გაკრიტიკებისთვის, იურგენ კლოპი არ დაისჯება

სტატიის ავტორი
-