Belive

მსოფლიო ჩემპიონატი შესაძლოა 1 დღით ადრე დაიწყოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
The Athletic-ის ინფორმაციით, ყატარის 2022 წლის ჩემპიონატი შესაძლოა 1 დღით ადრე გაიმართოს. მიზეზი ყატარის სურვილში მდგომარეობს, რომ მასპინძელმა გუნდმა გახსნით მატჩში ითამაშოს. დამტკიცებული კალენდარის თანახმად, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატს სტარტი 21 ნოემბერს უნდა აეღო, სადაც ერთმანეთს სენეგალისა და ნიდერლანდების გუნდები დაუპირისპირდებოდნენ. თუმცა ცნობილი გახდა, რომ ყატარმა გახსნით მატჩში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. ცნობილია, რომ ამჟამად, ფიფა-ს საბჭოში განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც ჯანი ინფანტინო ხელმძღვანელობს. გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად ასევე რეგიონული საფეხბურთო ორგანიზაციების (უეფა, კონმებოლი, კონკაკაფი, აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია, აზიის ფეხბურთის კონფედერაცია, ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაცია) თანხმობაცაა საჭირო. სავარაუდოდ, ყატარის ინიციატივა ძალაში შევა და მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს აიღებს სტარტს. ტურნირი 18 დეკემბრამდე გაგრძელდება. 2006 წლის შემდეგ, გახსნით მატჩში ერთ-ერთ მხარეს ყოველთვის მასპინძელი წარმოადგენდა. მანამდე, პირველ თამაშში მოედანზე ტურნირის მოქმედი გამარჯვებული გამოდიოდა. შეგახსენებთ, წელს იქნება პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი შემოდგომაზე გაიმართება.

სხვა სტატიები