Belive

მსოფლიო ჩემპიონატის 32-ე მონაწილე - კოსტა რიკამ მუნდიალის საგზური გაიფორმა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეიოფის ფინალურ შეხვედრაში კოსტა რიკამ ახალ ზელანდიას 1:0 მოუგო და მუნდიალის საგზური გაიფორმა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-3 წუთზე ჟოელ კემბელმა გაიტანა. შედეგად, კოსტა რიკელები მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ, ისტორიაში კი მეხუთედ იასპარეზებენ. ლუის ფერნანდო სუარესის გუნდი E ჯგუფში ესპანეთის, გერმანიისა და იაპონიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.


სხვა სტატიები