Belive

მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა - ჯგუფები ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
1 აპრილს, დოჰაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა - იმის მიუხედავად, რომ ჯერ ფინალური ეტაპის ყველა მონაწილე ცნობილი არ არის და 32-დან მხოლოდ 29 გუნდს აქვს მუნდიალის საგზური გაფორმებული. 32 ნაკრები 8 ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილდა, რომლებიც მანამდე 4 სხვადასხვა კალათაში, რეიტინგის მიხედვით იყვნენ განთესილები. გამონაკლისი მხოლოდ ყატარია, რომელიც მასპინძლის სტატუსის გამო პირველ კალათაშია განთესილი. 

2022 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპები


A ჯგუფი: ყატარი; ეკვადორი; სენეგალი; ნიდერლანდები
B ჯგუფი: ინგლისი; ირანი; აშშ; EUROPEAN PLAY-OFF
C ჯგუფი: არგენტინა; საუდის არაბეთი ; მექსიკა; პოლონეთი
D ჯგუფი: საფრანგეთი; IC PLAY - OFF 1; დანია; ტუნისი
E ჯგუფი: ესპანეთი; IC PLAY-OFF 2; გერმანია; იაპონია
F ჯგუფი: ბელგია; კანადა; მაროკო; ხორვატია
G ჯგუფი: ბრაზილია; სერბეთი; შვეიცარია; კამერუნი
H ჯგუფი: პორტუგალია; განა; ურუგვაი; სამხ. კორეა
მსოფლიო ჩემპიონატს ყატარი - ეკვადორის მატჩი გახსნის.

სხვა სტატიები