Belive

მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლით მიღებული თანხა სერბებმა ქველმოქმედებას მოახმარეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

14 ნოემბერს, სერბეთის საფეხბურთო ნაკრებმა, სტუმრად პორტუგალიის ნაკრები 1:2 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, შესაბამისად 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა.  ალექსანდრ მიტროვიჩის 90-ე წუთზე გატანილმა გოლმა, სერბეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოუპოვა. სერბეთის პრეზიდენტი - ალექსანდრ ვუჩიჩი, ნაკრების ფეხბურთელებს პორტუგალიის დამარცხებისთვისა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლისთვის 1 მილიონ ევროს დაჰპირდა და პირობაც შეასრულა, თუმცა, ფეხბურთელებმა კუთვნილი თანხა ქველმოქმედებას მოახმარეს. სერბი ფეხბურთელები დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებიან.

 

სხვა სტატიები