Belive

მსოფლიო რეკორდი რომელიც ჰოლანდმა 5 წლის ასაკში დაამყარა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერლინგ ჰოლანდი საფეხბურთო სამყაროს უკვე რამდენიმე წელია აოცებს. 20 წლის ნორვეგიელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში "ბორუსიას" მაისურით ჩატარებულ 37 მატჩში 34 გოლი გაიტანა. როგორც აღმოჩნდა, ჰოლანდი არამხოლოდ ფეხბურთში, არამედ მძლეოსნობაშიც საკმაოდ ძლიერი ყოფილა. ერლინგს მსოფლიო რეკორდიც კი ეკუთვნის - მან 5 წლის ასაკში 1.63 მეტრიანი ნახტომი შეასრულა, რაც მაშინ უნიკალური შემთხვევა იყო. სანამ ნორვეგიელი ფეხბურთის პროფესიონალურად თამაშს გადაწყვეტდა, 20 წლის თავდამსხმელის "გადაბირებას" სხვადასხვა სპორტის სახეობაში ცდილობდნენ. საბოლოოდ, მან არჩევანი საფეხბურთო კარიერაზე გააკეთა.

სხვა სტატიები