Belive

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კენჭიყრის შედეგები ცნობილია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ციურიხში FIFA-ს საკლუბო ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა, რომელსაც "ინტერის" ყოფილი ნახევარმცველი, ესტებან კამბიასო და FIFA-ს უმაღლესი წარმომადგენელი, ჯეიმი არზა უძღვებოდნენ. ცნობილია, რომ პლეი-ოფში მასპინძელი ქვეყნის, არაბთა გაერთიანებული საამიეროების წარმომადგენელი, "ალ-აინი" ავსტრალიურ "ტიმ ველინგტონს" შეხვდება. აღნიშნული მატჩის გამარჯვებული კი მეოთხედფინალში აფრიკის აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის საუკეთესო გუნდთან ითამაშებს. პარალელურად, მეოთხედფინალის მეორე მატჩში, მექსიკული "გვადალახარა" აზიის ფეხბურთის კონფედერაციის წარმომადგენელს შეხვდება. ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი, მადრიდის „რეალი“ ტურნირში ნახევარფინალიდან ჩაერთვება და ზემოთაღნიშნული მატჩის გამარჯვებულთან ფინალში გასასვლელად იბრძოლებს.  

ტურნირის განრიგი ასეთია:

  • პლეი-ოფი - 12 დეკემბერი;
  • მეოთხედფინალი - 15 დეკემბერი;
  • ნახევარფინალი - 18 და 19 დეკემბერი;
  • ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის - 22 დეკემბერი.
 

სხვა სტატიები