Belive

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კლუბი გამოვლენილია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
„JDSports”-ის ჩატარებული გამოკვლევის თანახმად მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კლუბი მადრიდის „რეალია“. გამოკვლევა აფრიკის, აზიისა და ევროპის ქვეყნების სტატისტიკას მოიცავს. აფრიკაში ყველაზე პოპულარული კლუბი მადრიდის „რეალია“, ზოგიერთ ქვეყანაში კი „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ლონდონის „არსენალი“ ლიდერობს. გამონაკლისი მხოლოდ ეგვიპტეა, სადაც ფავორიტი „ლივერპულია“ - მოჰამედ სალაჰის დამსახურებით. ანალოგიური მდგომარეობაა აზიაშიც - ლიდერი მადრიდული სამეფო კლუბია, შემდეგ კი „მანჩესტერ იუნაიტედი“, ლონდონის „არსენალი“ და „ლივერპული“ ლიდერობენ. რაც შეეხება ევროპას, აქ მდგომარეობა შედარებით სხვაგვარია საფეხბურთო დონიდან გამომდინარე. უმეტესად ევროპის ქვეყნებში საკუთარი ქალაქის კლუბები იხვეჭენ პოპულარობის უმაღლეს საფეხურს, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც მადრიდის „რეალი“ ლიდერობს.

სხვა სტატიები