Belive

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ყველა მონაწილე გუნდი ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კოპა ლიბერტადორესის ფინალში ,,პალმეირასმა'' ,,ფლამენგოს'' მოუგო და გახდა მე-7 გუნდი, რომელმაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საგზური გაიფორმა. აქამდე ტურნირის 6 მონაწილე იყო ცნობილი, მათ შორის ლონდონის ,,ჩელსი'' (უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული), ,,ალ ჰილალი'' (აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული), ,,ალ აჰლი'' (აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული), ,,მონტერეი'' (კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული), ,,ოკლენდ სიტი'' და ,,ალ ჯაზირა'' (მასპინძელი) არიან. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის წილისყრა 29 ნოემბერს გაიმართება, ,,ჩელსი'' და ,,პალმეირასი'' ტურნირში ნახევარფინალური სტადიიდან ჩაერთვებიან.

სხვა სტატიები