Belive

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პირველი ფინალისტი დღეს გაირკვევა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე უკვე ნახევარფინალური თამაშები მოახლოვდა. ტურნირს არაბთა გაერთიანებული საამიროები მასპინძლობს. დღეს ორი მატჩია ჩანიშნული. მე-5 ადგილისთვის ერთმანეთს ტუნისური "ესპერანს ტუნისი" და მექსიკური "გუადალახარა" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. რაც შეეხება ნახევარფინალურ დაპირისპირებას, ერთმანეთს ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული "რივერ პლეიტი" და არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბი "ალ აინი" დაუპირისპირდებიან, შესაბამისად დღესვე პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილი იქნება. ეს შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება. რაც შეეხება მადრიდის "რეალს". ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამგზის გამარჯვებულები ხვალ აბუ დაბიში ითამაშებენ. "სამეფო კლუბის" მეტოქე იაპონური "კაშიმა" იქნება. მატჩი ხვალ 20:30 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები