Belive

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე საუკეთესოები გამოავლინეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მადრიდის "რეალის" ტრიუმფით დასრულდა.  სამეფო კლუბმა ფინალში "ალ აინი" 4:1 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ დაეუფლა აღნიშნულ ტიტულს. ფინალური შეხვედრის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც საუკეთესოები გამოავლინეს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი ლიდერი, გარეთ ბეილი დასახელდა. მას "ადიდასის" ოქროს პრიზი გადაეცა. "ადიდასის" ვერცხლის პრიზს "ალ აინის" მოთამაშე კაიო დაეუფლა. რაც შეეხება "ადიდასის" ბრინჯაოს პრიზს. ის წინლად "რივერ პლეიტის" ფეხბურთელს, სანტოს ბორეს ერგო. ტურნირის სამართლიანი თამაშის პრიზი კი გამარჯვებულმა, მადრიდის "რეალმა" დაისაკუთრა.

სხვა სტატიები