Belive

"მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს სურდა" - ვის სთხოვა ლეო მესიმ მაისურის გაცვლა 10 წლის წინ?

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

მიუხედავად იმისა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კოლექციის მფლობელია, რომელიც ოდესმე გვინახავს, ლიონელ მესი მაისურების გაცვლით ძალიან დაინტერესებული ფეხბურთელი არ არის. ჩვეულებრივ, მესი არ სთხოვს მაისურის შეცვლას მეტოქეს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის არ თამაშობს არგენტინელ კოლეგასთან, მაგრამ იყო გამონაკლისი და ეს ლეოს კარიერის სტარტი გახლდათ, როცა იგი ზინედინ ზიდანს შეხვდა. "არ ვარ იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც მაისურების გაცვლას ითხოვენ. მე ეს ერთხელ გავაკეთე... ზიდანს ვთხოვე", - თქვა მესიმ. მე არ ვითხოვ მაისურებს. თუ არგენტინელი იქნება, მასთან შევცვლი. ან თუ ვინმე მოვა და თავად მთხოვს, მხოლოდ ამ შემთხვევებში", - თქვა "ბარსელონას" კაპიტანმა.

Image: PA
თუმცა, 2011 წელს, როგორც ჩანს, ოქროს ბურთის ექვსგზის გამარჯვებულმა ჩვეულებას გადაუხვია, რადგან "არსენალის" ყოფილი შემტევი თეო უოლკოტი იხსნეებს, რომ მესიმ მას თავად სთხოვა მაისურების გაცვალა, "ემირიეტსზე", ჩემპიონთა ლიგის მატჩში, კატალონიური კლუბის მარცხის (1:2) შემდეგ. "როცა ის ბურთთან ერთად გადაადგილდებოდა და ჩემს წინააღმდეგ აღმოჩნდებოდა, პირისპირ წამოსვლის ნაცვლად, ბრუნდებოდა და სხვა მიმართულებით აგრძელებდა სვლას. გავიფიქრე: "კარგი, მესის არ სურს სცადოს და გამექცეს, ეს კარგი ნიშანია". ჩვენ საკმაოდ კარგად ვთამაშობდით "ბარსელონას" წინააღმდეგ და მატჩის შემდეგ, მესიმ მაისურის გაცვლა მთხოვა. ვიფიქრე: "ვაუ, ჩემი მაისური მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს სურს. ამის აღსაწერად სიტყვებს ვერ ვპოულობ", - გაიხსენა 31 წლის ინგლისელმა. ამჟამად "საუთჰემპტონის" მარჯვენა ფლანგელის მაისური მესის დიდებულ კოლექციაში არ ჩანს, თუმცა იქ არანაკლებ ბრწყინვალე სახელები და გვარები შეგხვდებათ.  
 
View this post on Instagram
 

A post shared by Leo Messi (@leomessi)

2 წლის წინ, ლოდნონის "ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა ანტონიო რუდიგერმა გაამხილა, რომ მას მესის მაისური ჰქონდა, რომლის მოპოვებაშიც მას ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, ორივე ამ ფეხბურთელის ყოფილი თანაგუნდელი ცესკ ფაბრეგასი დაეხმარა. თუმცა, მიუნხენის "ბაიერნის" განაპირა მცველს ალფონსო დევისს ამ საკითხში არ გაუმართლა. კანადელ ფეხბურთელს მესისთვის მაისურის გაცვლა 2020 წლის აგვისტოში სურდა, თუმცა ბავარიული კლუბის - 8:2 გამარჯვების შემდეგ, არგენტინის ნაკრების აღშფოთებულ კაპიტანს საამისოდ არ სცხელოდა...

სხვა სტატიები