Belive

მსოფლიოს ტოპ-10 სტადიონი (ფოტო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს საუკეთესო სტადიონების გამოსავლენად, გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა - Marca-მ გამოკითხვა ჩაატარა. გულშემატკივრების მიერ მიცემული ხმების რაოდენობის მიხედვით, Marca-მ მსოფლიოს საუკეთესო სტადიონების ათეული შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პირველი ადგილი ეგვიპტური "ალ აჰლის" სტადიონმა დაიკავა. "კაიროს საერთაშორისო სტადიონმა" 118.4 ათასი ხმის დაგროვება შეძლო. მეორე ადგილი "სანტიაგო ბერნაბეუს" ერგო - მესამე ადგილზე კი კატალონიური გრანდის საშინაო არენა - "კამპ ნოუ" გავიდა. აღსანიშნავია, რომ ფანების მიერ შედგენილი რეიტინგის ათეულში ვერ მოხვდა ისეთი გასაოცარი სტადიონები, როგორიცაა: "უემბლი", "ოლდ ტრაფორდი", "იოფან კრუიფ არენა", "სან სირო" და "ალიანც არენა".
  1. "კაიროს საერთაშორისო სტადიონი" ("ალ აჰლი")
22222222
2. "სანტიაგო ბერნაბეუ" ("რეალი")
3. "კამპ ნოუ" ("ბარსელონა")
4. "სან მამესი" ("ბილბაოს ათლეტიკი")
5. "მონუმენტალ დე ჩილე" ("კოლო კოლო")
6. "ვანდა მეტროპოლიტანო" ("ატლეტიკო")
7. "ლა ბომბონერა" ("ბოკა ხუნიორსი")
8. "ენფილდი" ("ლივერპული")
9. "სიგნალ იდუნა პარკი" ("დორტმუნდი")
10. "სტად ოლიმპიკ დე რადე" ("ესპერანსე ტუნისი")

სხვა სტატიები