Belive

მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო საბავშვო ბაღი

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და საინტერესო საბავშვო ბაღი მდებარეობს. ჰამბურგის გარეუბანში საფეხბურთო კლუბი "სენტ პაული" მოღვაწეობს, რომელიც "ბუნდესლიგაშიც" თამაშობდა და ამჟამად მეორე "ბუნდესლიგის" ბინადარია. სწორედ ამ საფეხბურთო კლუბის სტადიონის, "მილერნტორ სთეიდიუმის" ტრიბუნებზე არის განთავსებული საბავშვო ბაღი. ტრიბუნებზე 29,546 ადამიანი ეტევა. 2010 წელს იდეა წარმოიშვა, რომ სწორედ სტადიონზევე გაკეთებულიყო ბაღი, რომელიც ბავშვებს განათლებასა და სპორტის სიყვარულს მისცემდა. ბაღის აივანი და ფანჯრები მინდვრისკენ გადადის. "სენტ პაულის" ფეხბურთელები პერიოდულად სტუმრობენ ბაღს და ბავშვებს უკითხავენ. ისინი მომავალი თაობის აღზრდაში იღებენ მონაწილეობას. მატჩის დღეებში კი მშობლები საბავშვო ბაღში მიდიან და იქიდან უყურებენ თამაშს, რადგან საბავშვო ბაღის ფანჯრებიდან მოედანი ხელის გულზე მოსჩანს.

სხვა სტატიები