Belive

მსურველი პრემიერ ლიგიდან - ხვიჩას პირველი ინგლისური ვარიანტი

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით პრემიერ ლიგაშიც დაინტერესდნენ. footballfancast.com-ის ინფორმაციით, 20 წლის ქართველი ფეხბურთელი "ლიდსს" სურს. გამოცემის თანახმად, გუნდის სპორტული დირექტორი ვიქტორ ორტა ხვიჩას აგენტთან მოლაპარაკებას აწარმოებს.
"ლიდსი" პრემიერ ლიგაში დაბრუნებიდან პირველ სეზონში კარგად გამოიყურებოდა. ახლა კი გუნდი მომავალი სეზონისთვის ემზადება და კვარაცხელია ერთ-ერთი მათგანია, ვის მიმართაც "ლიდსი" ინტერესს იჩენს," - წერს footballfancast.com.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში დაწინაურდა "იუვენტუსი". La Gazzetta dello Sport წერს, რომ ტურინელებმა ხვიჩასგან თანხმობა მიიღეს.

სხვა სტატიები