Belive

მჭედლიძის დებიუტი, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება და დაბრუნებული ლიდერობა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის გადადებული, 23-ე ტურის შეხვედრაში "დინამო თბილისმა" "საბურთალოს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა პირველი ნახევარი გიორგი კოხრეიძის გოლით წააგო, თუმცა მეორე ნახევარში ნიკა ნინუას დუბლით გამარჯვება მოახერხა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა აიღო. ნინუამ მოქმედ ჩემპიონს ჯერ საჯარიმო დარტყმიდან (სეზონში მე-7 ჯარიმა), 5 წუთში კი პენალტის ნიშნულიდან გაუტანა და გუნდის გამარჯვება გარანტირებული გახადა. 90-ე წუთზე კი მოხდა ის რასაც დინამო თბილისის გულშემატკივრები უკვე ორი კვირის მანძილზე ელოდნენ. "საბურთალოსთან" მატჩში ლევან მჭედლიძის დებიუტი შედგა. ლევანმა კვამე კარიკარი შეცვალა და უკანასკნელი 5 წუთი ითამაშა. "საჩემპიონო მატჩი" კი შემდეგ ტურში, 6 ოქტომბერს, ბათუმის დინამოსთან "ანგისაზე" გაიმართება.

სხვა სტატიები