Belive

მთავარი არბიტრი ცნობილია: მსაჯი, რომელსაც ევროპის სუპერთასი ანდეს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, საბერძნეთს დაუპირისპირდება. სალონიკში, "პაოკში" გასამართ შეხვედრას, გამოცდილი პოლონელი მსაჯი, სიმონ მარჩინიაკი მოემსახურება. 40 წლის რეფერის, რომელიც ფიფას კატეგორიის არბიტრი 2011 წლის შემდეგაა, საქართველოსთან შეხება აქამდე არასდროს ჰქონია, თუმცა ბერძნული კლუბების არაერთ შეხვედრაზე უმუშავია. საერთო ჯამში, "პაოკის", "აეიკის", "არისის", "ოლიმპიაკოსისა" და საბერძნეთის მთავარი და ახალგაზრდული ნაკრებების მატჩძებზე მარჩინიაკმა 7-ჯერ იმუშავა, საიდანაც ბერძნებმა ერთადერთი მოიგეს, 3-ში დამარცხდნენ და 4-ში ფრეს დასჯერდნენ. მარჩინიაკმა უშუალოდ ჩვენი მომდევნო მეტოქის შეხვედრა 2017 წელს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით გამართა და მასში ბერძნები ბელგიასთან - 1:2 დამარცხდნენ და მათ ერთი გაფრთხილება მიიღეს. სიმონ მარჩინიაკი საკმაოდ პრესტიჟული არბიტრია და მას 2018 წელს, ევროპის სუპერთასის მატჩის, მადრიდის "რეალისა" და "ატლეტიკოს" შეხვედრას უხელმძღვანელა. ევროპის 2016 და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე სიმონ მარჩინიაკმა შესაბამისად, სამ და ორ შეხვედრას უნხელმძღვანელა.

სხვა სტატიები