Belive

მთავარი განსხვავება მესისა და რონალდუს შორის

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, კარლოს ტევესმა - ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის მთავარ განსხვავებაზე ისაუბრა. თანამედროვეობის ორ სუპერვარსკვლავს შორის საუკეთესოს გამოვლენა, არაერთი საფეხბურთო მიმომხილველის დაპირისპირების მთავარ თემას წარმოადგენს. კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესიზე საუბრისას, კარლოს ტევესმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. ტევესი მიიჩნევს, რომ მესისა და რონალდუს შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა. "ლეო მესი სპორტ-დარბაზში არასდროს შემხვედრია. ბურთის დამუშავებაზე ან მსგავსი ტიპის ვარჯიშებზე მესი არასდროს შემიმჩნევია - მესის უბრალოდ არ სჭირდება მსგავსი ტიპის ვარჯიშები, რადგანაც ეს ყველაფერი მისი განუყოფელი ნაწილია. მაგრამ თერთმეტმეტრიანი დარტყმების შესრულებაზე აქტიურად ვარჯიშობს." "მესისგან განსხვავებით, კრიშტიანუ რონალდუ სპორტ-დარბაზებს საკმაოდ დიდ დროს უთმობს. ვარჯიშის დასრულების შემდეგ, რონალდუ ყოველთვის სპორტ-დარბაზში მიდის. მას სურს რომ ყველაფერში საუკეთესო იყოს." "კრიშტიანო რონალდუ ყოველთვის ცდილობს რომ საუკეთესო ფიზიკურ კონდენციებში იმყოფებოდეს. "მანჩესტერ იუნაიტედში" ერთობლივი ასპარეზობის დროს, იგი ყველაზე ადრე მიდიოდა ვარჯიშებზე. სავარჯიშო მოედანზე დილის 8 საათზე მივდიოდი - რონალდუ კი უკვე იქ მხვდებოდა. ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ მასზე ადრე მივსულიყავი და დილის 6 საათზე გამოვცხადდი. მართალია მძინარე, მაგრამ რონალდუ მაინც სავარჯიშო მოედანზე დამხვდა", განაცხადა კარლოს ტევესმა.

სხვა სტატიები