Belive

მთავარი სამიზნეები - შევჩენკოს ჯენოაში 2 ფეხბურთელის მიყვანა სურს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ჯენოას'' ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ, გუნდის ხელმძღვანელებს ორი ფეხბურთელის გადაბირება სთხოვა. ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უკრაინელ სპეციალისტს ნახევარმცველისა და ფლანგის მცველის გაფორმება სურს. შევჩენკოს მთავარი სატრანსფერო სამიზნეები ,,მილანის'' შემტევი, სამუ კასტილეხო და კიევის ,,დინამოს'' მარცხენა მცველი, ვიტალი მიკოლენკო არიან. მიმდინარე სეზონში კასტილეხომ ,,როსონერის'' მაისურით ჩატარებულ 3 მატჩში 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, მიკოლენკოს ანგარიშზე კი 15 შეხვედრაში 3 ასისტია. შევჩენკომ ,,ჯენოასთან'' კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა და სეზონში ხელფასის სახით 1.8 მილიონ ევროს მიიღებს. სერია ა-ს 12 ტურის შემდეგ, ,,ჯენოა” 9 ქულით ცხრილის მე-17 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს გენუური გუნდი 21 ნოემბერს ,,რომას” წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები