Belive

მთავარი საზაფხულო სამიზნე: პოგბა შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Sky Sports-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი სამიზნე პოლ პოგბა იქნება. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, "პსჟ-ს" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო პოჩეტინომ კლუბის ხელმღვანელობას სასურველ ფეხბურთელთა სია წარუდგინა, რომლის სათავეშიც სწორედ ფრანგი ნახევარმცველია. ფრანგულ პრესაში იწერება ისიც, რომ არგენტინელ სპეციალისტის თავის გუნდში თანამემამულე ლეო მესის ხილვაც სურს. 27 წლის ფეხბურთელს, რომელსაც "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი წელიწადნახევარში უსრულდება, ამ სეზონში ყველა ტურნირზე 21 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი, მის აქტივში ასევე 2 საგოლე გადაცემაა. Transfermarkt-ის მონაცემებით, პოგბას სამშობლოში დასაბრუნებლად, პარიზელებს სულ მცირე 65 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

სხვა სტატიები