Belive

მთავრობის გადაწყვეტილება: პრემიერლიგას ივნისიდან უნდა ველოდოთ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფეხბურთი კორონავირუსს ნელ-ნელა ამარცხებს. ბრიტანეთის მთავრობამ ფეხბურთის ასოციაციას ივნისიდან სეზონის განახლების შესახლებლობა მისცა. გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერია, არც კონკრეტული თარიღი სახელდება, თუმცა, პირველი ივნისის შემდეგ, როგორც კი პანდემიით შექმნილი ვითარება გაუმჯობესდება, სეზონის განახლებაც შესაძლებელი იქნება. ხელისუფლების მთავარი პირობაა, რომ ფეხბურთელების, სამწვრთნელო და სამედიცინო გუნდის უსაფრთხოება დაცული იყოს. გაერთიანებულ სამეფოში აქტიური სპორტული ცხოვრება 13 მარტს შეწყდა. ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთში COVID19-ით 223 151 ადამიანი დაავადდა, მათგან თითქმის 200 000 კი ვირუსს ამჟამადაც ებრძვის.

სხვა სტატიები