Belive

მთვრალი ბალოტელი - სიონი იტალიელზე უარს ამბობს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

თურქულმა გამოცემა "Al-Sabah"-მა გამოაქვეყნა ვიდეო იტალიელი მარიო ბალოტელის შესახებ, რომელიც ახლახან "ადანა დემირსპორიდან" შვეიცარიის "სიონში" გადავიდა. ბალოტელი ნასვამ მდგომარეობაში შეყვარებულთან ერთად შვეიცარიის ქუჩებში დადიოდა.

ამ ფაქტის შემდეგ "სუპერ მარიო" კლუბში არ გამოჩენილა, შვეიცარიული კლუბი კი იტალიელი ფორვარდის ვარჯიშზე დაშვებაზე უარს ამბობს.

ბალოტელიმ კარიერა 2007 წელს "ინტერში" დაიწყო, შემდეგ კი ინგლისურ და იტალიურ კლუბებში "მანჩესტერ სიტიში", "მილანში" და "ლივერპულში" ითამაშა. 2016 წლის ზაფხულში შეუერთდა ფრანგულ "ნიცას", ხოლო ერთი წლის შემდეგ გადავიდა "მარსელის ოლიმპიკში".

შემდეგ კვლავ იტალიაში დაბრუნდა, კერძოდ კი "ბრეშაში" და "მონცაში". გასულ სეზონში კი თურქეთის "ადანა დემირსპორში თამაშობდა", სადაც 33 მატჩში 19 გოლი გაიტანა. ახლა კი შვეიცარიულ "სიონში" ირიცხება, თუმცა ამ ფაქტის შემდეგ როგორ გაგრძელდება მისი კარიერა, ჯერჯერობით უცნობია.

სხვა სტატიები