Belive

"მწარე დებიუტი" - Marca მამარდაშვილის დღევანდელ მატჩზე

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მწარე დებიუტი" - ასეთი სათაურით ეხმაურება ესპანური მედია გიორგი მამარდაშვილის სადებიუტო მატჩს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.
"გიორგი მამარდაშვილი ელიტარულ სპორტულ კარიერაში მორიგ ნაბიჯებს დგამს. ოთხშაბათს მისი დებიუტი საქართველოს მთავარ გუნდში შედგა. 20 წლის ასაკში "მესტალიურ" გუნდში თავის გამოჩენა ქართველების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლისთვის შეუმჩნეველი არ გამოდგა. გიორგის კარგი დებიუტი ვერ ექნებოდა, რადგან შეუცვლელად ჩატარებულ თამაშში საქართველო ბულგარეთთან 1:4 დამარცხდა," - წერს Marca.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიას" რიგებში ლა ლიგის საწყის 3 ტურში ითამაშა. ახალგაზრდა მეკარემ მხოლოდ 1 გოლი გაუშვა და ესპანური გუნდი არაერთხელ გადაარჩინა.

სხვა სტატიები