Belive

მცველები, რომლებმაც პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი საგოლე მომენტი შექმნეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა - ლუკ შოუმ, პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი საგოლე მომენტი შექმნა. მანჩესტერულ დერბიში შოუმ "მანჩესტერ სიტის" გაუტანა და "ქალაქელთა" 21-მატჩიანი მოგებათა სერიის დასრულებაში ლომის წვლილი შეიტანა. ფორმის პიკში მყოფი ლუკ შოუ ბრწყინვალედ ასპარეზობს და არაერთი მიმომხილველის აზრით, მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის საუკეთესო მარცხენა მცველია. ლუკ შოუმ მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში, ყველაზე მეტი - 50 საგოლე მომენტი შექმნა და "ლივერპულის" დუეტი (ენდი რობერტსონი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი) დაჩრდილა. შოუმ აარონ კრესველსა და ჟოაო კანსელოსაც გადაასწრო.

სხვა სტატიები