Belive

მუდმივად განათხოვრებული ბიაბიანი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჯონათან ბიაბიანი 31 წლის ფრანგი ფეხბურთელია, რომელსაც გარკვეულწილად საკმაოდ საინტერესო კარიერა აქვს. ბიაბიანის პროფესიონალური კარიერა 2006/07 სეზონში დაიწყო, როცა "ინტერის" ახალგაზრდული გუნდიდან ძირითად გუნდში გადაინაცვლა, თუმცა რამდენიმე თვეში მილანის "ინტერმა" მისი "ვერონაში" განათხოვრების გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ბიაბიანი მილანელებმა 3-ჯერ შეიძინეს და ჯამში 4-ჯერ გაანათხოვრეს - "ვერონაში", "მოდენაში", "პარმაში" და "სპარტა პრაღაში". 2011 წლის დასაწყისში ბიაბიანიმ "სამპდორიას" რიგებში გადაინაცვლა, თუმცა რამდენიმე თვეში მისი იჯარის წესით სხვა გუნდში გადასვლა კვლავ დღის წესრიგში დადგა და ასეც მოხდა - ჯონათანი "პარმას" რიგებში ჩაირიცხა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ბიაბიანიმ კარიერის განმავლობაში გუნდი 17-ჯერ შეიცვალა, ამჟამად ის სერია B-ში მოასპარეზე "ტრაპანის" რიგებში ირიცხება. ჯონათან ბიაბიანის კარიერაში 311 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 35 გოლსა და 45 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.