Belive

მუდრიკმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და "ჩელსის" 22 წლის ფეხბურთელმა - მიხაილო მუდრიკმა, რომლის დებიუტიც "ლივერპულის" წინააღმდეგ შედგა, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

კერძოდ კი, უკრაინელმა ფეხბურთელმა "ლივერპულთან" მატჩში 36.63 კმ/სთ სიჩქარე დააფიქსირა, რაც მიმდინარე სეზონის რეკორდია. ამ უნიკალური შედეგისთვის კი მას მხოლოდ 35 წუთი დასჭირდა.

22 წლის უკრაინელი ტალანტის პრემიერ ლიგური დებიუტი 21 იანვარს "ლივერპულის" წინააღმდეგ შედგა. მუდრიკი მოედანზე მატჩის 55-ე წუთზე შემოვიდა და თავი ძალიან კარგი თამაშით წარმოაჩინა.

სხვა სტატიები