Belive

მუნდიალი 2022 | განას ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი მონაწილე განას ნაკრები იქნება. ის აფრიკული გუნდი, რომელიც ბოლო იყო თავისი კონტინენტის წარმომადგენლებს შორის, რომელმაც მუნდიალის მეოთხედფინალში ითამაშა.

ეს 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხდა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გაიმართა, მას შემდეგ კი განელები 2014 წელს ჯგუფში ჩარჩნენ, რუსეთში გამართულ მუნდიალზე მოხვედრა კი საერთოდ ვერ შეძლეს.

2022 წელს განა მსოფლიოს უდიდეს საფეხბურთო ფორუმს უბრუნდება და ამას შემდეგი შემადგენლობით გააკეთებს:

მეკარეები: მანაფ ნურუდინი, დანლად იბრაჰიმი, ლოურენს ატი ზიგი.

მცველები: დენის ოდოი, ტარიკ ლამპტი, ალიდუ სეიდუ, დანიელ ამარტეი, ჯოზეფ აიდუ, ალექსანდრ ჯიკუ, მუჰამედ სალისუ, აბდულ-რაჰმან ბაბა, გედეონ მენსა.

ნახევარმცველები: ანდრეა აიუ, ტომას პარტეი, ელიშა ოვუსუ, სალის აბდულ სამედი, მუჰამედ კუდუსი, დანიელ კოფი კირე.​

თავდამსხმელები: დანიელ ბარნიე აფრიე, კამალ სოვა, ისაჰაკუ აბდულ ფატაუ, ოსმან ბუკარი, ინიაკი უილიამსი, ანტუან სემენიო, ჯორდან აიუ, კამალდინ სულემანა.

საინტერესოა, რომ განას ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სწორედ იმ ურუგვაის ნაკრებთან ერთად იასპარეზებს, რომელმაც 2010 წლის მუნდიალიდან დრამატული და სკანდალური მატჩის შემდეგ, პენალტების სერიის მეშვეობით გამოთიშა. ამ ორი ნაკრების გარდა H ჯგუფში პორტუგალიისა და სამხრეთ კორეის ნაკრებებიც იქნებიან.

სხვა სტატიები