Belive

მუნდიალი 2022 | გარეთ საუთგეიტი: "საფრანგეთი ინგლისისთვის კარგი გამოცდა იქნება"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გარეთ საუთგეიტმა საფრანგეთის ნაკრებთან დაპირისპირებამდე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საფრანგეთი ინგლისისთვის კარგი გამოცდა იქნება.

"საფრანგეთზე რა შემიძლია ვთქვა, ინგლისისთვის კარგი გამოცდა იქნება. ისინი მსოფლიო ჩემპიონები არიან და გუნდი გამორჩეული ინდივიდუალური მოთამაშეებით ჰყავთ დაკომპლექტებული. მათ წინააღმდეგ თამაში და გოლების გატანა ძალიან რთულია, ამიტომ ეს ფანტასტიკური გამოწვევა იქნება."

შეგახსენებთ, რომ გუშინ ინგლისის საფეხბურთო ნაკრებმა, სენეგალის წინააღმდეგ, 1/8-ფინალური შეხვედრა გამართა. გარეთ საუთგეიტის გუნდმა აფრიკელები 3:0 დაამარცხა და 1/4-ფინალის საგზური მოპოვა, სადაც მისი მეტოქე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი იქნება. აღნიშნული დაპირისპირება 10 დეკემბერს 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები