Belive

მუნდიალი 2022 | გარეთ საუთგეიტი: "შესანიშნავად დავიწყეთ, მაგრამ კიდევ უნდა მოვუმატოთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მეორე სათამაშო დღე B ჯგუფის გახსნითი შეხვედრით დაიწყო, რომელიც უხვგოლიანი გამოდგა და რომელშიც ინგლისის ნაკრებმა ირანი - 6:2 დაამარცხა. 

მატჩის დასრულების შემდეგ ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა კომენტარი გააკეთა.

"ეს შესანიშნავი დასაწყისია, მაგრამ ჩვენ უკეთესები უნდა გავხდეთ. რაღაც მომენტში ჩვენ კონცენტრაცია დავკარგეთ. როდესაც ნელი ტემპით ვთამაშობთ, ახლოსაც კი არ ვართ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმთან. 

ჩვენი დაცვა თითქმის მთელ პირველ საათში აკონტროლებდა თამაშს. ნახევარდაცვა შესანიშნავი იყო, როგორც დეკლანი, ასევე ჯუდი და ჩვენი თავდამსხმელები მეტოქისთვის სახიფათოდ გამოიყურებოდნენ

ზედმეტ ემოციებში არ ვარ, რადგანაც ჩემი მოვალეობაა, რომ გუნდში თამაშის ეს დონე შევინარჩუნო", - თქვა გარეთ საუთგეიტმა.

ჯგუფის შემდეგი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მასში ერთმანეთს აშშ-ს და უელსის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები