Belive

მუნდიალი 2022 | გიორგი დემეტრაძე: "ძალიან საინტერესო ტურნირია, არგენტინის გამო ვღელავ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ვეტერანმა შემტევმა ნახევარმცველმა, გიორგი დემეტრაძემ, რომელიც კარიერის განმავლობაში კიევის "დინამოშიც" თამაშობდა, უკრაინულ მედიასთან კატარში მიმდინარე მუნდიალთან დაკავშირებით ისაუბრა.

"სუპერ ტურნირია, ძალიან საინტერესო მატჩებია. ერთადერთი, რაც მაწუხებს, ჩემი საყვარელი არგენტინის ნაკრების თამაშია. ისინი ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, მათ პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდნენ, დანიის ნაკრები ჩემგან სიმპატიებს იმსახურებს. ისინი თამაშობენ ორგანიზებულად, კოორდინირებულად და ძალიან ძლიერად. მათ უნდა დაამარცხონ ავსტრალიის ნაკრები და საფრანგეთთან ერთად პლეი ოფში გავიდნენ.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს ინგლისისა და უელსის ნაკრებებს შორის, მგონია, რომ ინგლისელები - 2:0 მოიგებენ", - თქვა გიორგი დემეტრაძემ.

გიორგი დემეტრაძე უკრაინულ კლუბში 1999-2001 წლებში თამაშობდა და 41 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი გააკეთა და ქვეყნის ჩემპიონობა და თასი მოიგო.

სხვა სტატიები