Belive

მუნდიალი 2022 | კევინ დე ბრუინე: "არ ვიცი, საუკეთესოდ რატომ დამასახელეს"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში, ბელგიის ნაკრებმა კანადა - 1:0 მიჩი ბატშუაის ერთადერთი გოლის მეშვეობით დაამარცხა და F ჯგუფში გალიდერდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კევინ დე ბრუინე დასახელდა, რომელმაც მატჩის შემდეგ თქვა, რომ ამის გამო, ფეხბურთის ბევრი გულშემატკივრის მსგავსად, გაკვირვებული დარჩა.

"მე ვფიქრობ, რომ დღეს დიდებულად არ მითამაშია, ამიტომაც არ ვიცი, თუ რატომ დამასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. ალბათ ეს ჩემი სახელის გამო მოხდა", - თქვა ბელგიის ნაკრების 31 წლის ნახევარმცველმა.

F ჯგუფს ბელგია 3 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციას კი ხორვატიისა და მაროკოს ნაკრებები ინაწილებენ, რომლებმაც ერთმანეთში უგოლო ფრე ითამაშეს. შემდეგ ტურში ერთმანეთს ბელგიისა და მაროკოს და ხორვატიისა და კანადის ნაკრებები შეხვდებიან. ორივე შეხვედრა 27 ნოემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები