მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ესპანეთმა კოსტა რიკას 7:0 მოუგო.
ლუის ფერნანდო სუარესის გუნდს დღეს მეტოქის კარის მიმართულებით ერთხელაც კი არ დაურტყამს, რაც მუნდიალზე (1966 წლის შემდეგ) სულ მეორედ მოხდა.
კოსტა რიკელებმა თავისივე ანტირეკორდი გაიმეორეს – კონკაკაფის წარმომადგენლებმა კარისკენ ვერც 1990 წელს, ბრაზილიასთან წაგებულ მატჩში (1:0) დაარტყეს.
კოსტა რიკა მომდევნო შეხვედრას კვირას, 27 ნოემბერს, იაპონიის წინააღმდეგ გამართავს. ესპანეთი კი ამავე დღეს გერმანიას შეხვდება.