Belive

მუნდიალი 2022 | ლეო მესი: "ვალდებულები ვიყავით, რომ ეს თამაში მოგვეგო"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ა​რგენტინის ნაკრებმა მექსიკა - 2:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, შეხვედრის მთავარმა გმირმა, ლეო მესიმ კომენტარი გააკეთა.

"ყველამ ისე ვითამაშეთ, როგორც ეს უნდა გაგვეკეთებინა. ვალდებულები ვიყავით, რომ ეს მატჩი მოგვეგო, ასეთი ფსიქოლოგიური მდგომარეობის დროს თამაში კი მარტივი არ არის. ამის მიუხედავად, ყველამ ვინც ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდა, თამაშის მიმდინარეობას ალღო შესანიშნავად აუღო. 

წინ კიდევ ერთი მატჩი გვაქვს, რომელსაც კარგია, რომ გამარჯვებულები ვხვდებით, მაგრამ, არ უნდა მოვდუნდეთ და კონცენტრირება მოვახდინოთ", - თქვა 7 ოქროს ბურთის მფლობელმა.

სხვა სტატიები