Belive

მუნდიალი 2022 | ლეროი სანე პირველ მატჩს გამოტოვებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევი - ლეროი სანე, 2022 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს.

ინფორმაციას გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ლეროი სანემ ვარჯიშზე მუხლის ტრავმა მიიღო, რომელიც სერიოზული არ ჩანს, თუმცა ჰანსი ფლიკი 26 წლის ფეხბურთელს იაპონიის წინააღმდეგ დაასვენებს.

გერმანიის ნაკრები 2022 წლის მუნდიალზე 23 ნოემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე ჩაერთვება, სადაც იაპონიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები