Belive

მუნდიალი 2022 | ლევანდოვსკიმ გაამხილა, თუ რაზე ისაუბრეს მან და მესიმ

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" თავდამსხმელმა - რობერტ ლევანდოვსკიმ გაამხილა, თუ რა ჩასჩურჩულა ლიონელ მესის ყურში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინელ სუპერვარსკვლავთან "შეტაკების" შემდეგ.

თანამედროვე სამყაროს ორი დიდებული ფეხბურთელი - ლეო მესი და რობერტ ლევანდოვსკი, პოლონეთისა და არგენტინის მატჩის მიმდინარეობისას, ცენტრში ერთმანეთს გაესაურბნენ, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რობერტ ლევანდოვსკიმ მესიზე მოედნის ცენტრში ჯარიმა აიღო.

GettyImages-1445831452

თუ რაზე ისაუბრეს რობერტ ლევანდოვსკიმ და ლეო მესიმ, ამის შესახებ პოლონელმა ფორვარდმა ცნობილ გამოცემა "BILD"-თან ისაუბრა.

"ჩვენ ცოტა ვისაუბრეთ და სახალისო იყო. მე ვუთხარი მესის, რომ ის უჩვეულოიდ დაცვაში თამაშობდა, მაგრამ ზოგჯერ ეს არის ის, რაც გუნდს სჭირდება.

მანაც იგივე პასუხი დამიბრუნა, რომ დღეს ბურთით თითქმის არ ვუნახივარ და თითქმის სულ დაცვაში თამაში მიწევდა. ეს ძალიან უცნაური იყო. დიახ, მე ძირითადად მოედნის ცენტრში ვთამაშობდი და საკუთარ კარს ვიცავდი, მაგრამ ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ვიცოდი, ჩემს გუნდს უნდა დავხმარებოდი".

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკი პოლონეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანია და 1/8-ფინალში მათი მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იქნება.

არგენტინის ნაკრები კი 1/8-ფინალში ავსტრალიას დაუპირისპირდება. მატჩი 3 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები