Belive

მუნდიალი 2022 | ლუკ შოს ტურნირის წინ ბებია გარდაეცვალა, თუმცა ჩემპიონატის დატოვებაზე უარი თქვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის წინ, ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველს ლუკ შოს ბებია გარდაეცვალა.

როგორც ფეხბურთელმა თავად გაასაჯაროვა, ეს სამწუხარო ამბავი ზუსტად ტურნირის დაწყების წინ მოხდა, რის გამოც, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა მას ტურნირის დატოვება შესთავაზა, მაგრამ ინგლისელმა ვარსკვლავმა ამაზე უარი განაცხადა, რადგანაც სურდა, რომ საკუთარი ოცნება აესრულებინა და მუნდიალზე ეთამაშა.

27 წლის ფეხბურთელმა რუსეთში გამართული 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ტრავმის გამო გამოტოვა, რის გამოც მისთვის წლევანდელი მუნდიალი დამატებით მნიშვნელობას ატარებს.

ლუკ შომ ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში სამივე შეხვედრაში ძირითადი შემადგენლობიდან თამაში დაიწყო, საწყის ორ მატჩში ირანისა და აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ სრულად ითამაშა, ხოლო უელსთან შეხვედრაში მოედანი 64-ე წუთზე დატოვა.

ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის B ჯგუფში ორი გამარჯვებისა და 1 ფრის შედეგად 7 ქულა დააგროვა დან 1/8-ფინალურ ეტაპზე პირველი პოზიციით გავიდა, სადაც სენეგალის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები