Belive

მუნდიალი 2022 | მე-11 სათამაშო დღე

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

სრულიად მსოფლიოს ყურადღება კატარისკენაა მიმართული. მომდევნო 1 თვის განმავლობაში, კატარი დედამიწის ყველაზე ცხელი წერტილი იქნება და ამის მიზეზი საფეხბურთო დღესასწაულია, რომელიც დიდსა თუ პატარას – ფეხბურთის სტაჟიან თუ დამწყებ გულშემატკივარს აერთიანებს.

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასკვნით ფაზაში ჯერ კიდევ არ გადასულა, თუმცა, გულშემატკივრები რამდენიმე სენსაციის მომსწრე უკვე გახდნენ.

არგენტინისა და გერმანიის მარცხი ნამდვილად სენსაციის ტოლფასია, მაგრამ უელსის მარცხი ირანთან არნაკლებ მოულოდნელი აღმოჩნდა. მუნდიალის მასპინძელმა კატარმა კი პლეი-ოფში ასპარეზობის შანსი, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის დასრულების შემდეგ დაკარგა.

მსოფლიო ჩემპიონატის მეათე სათამაშო დღეს პლეი-ოფში გასული კიდევ რამდენიმე ნაკრები გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი. ინგლისი, აშშ, სენეგალი და ნიდერლანდები საფრანგეთს, ბრაზილიასა და პორტუგალიას შეუერთდნენ და ასპარეზობას პლეი-ოფში განაგრძობენ

30.11.2022 – 19:00 ავსტრალია Vs. დანია

30.11.2022 – 19:00 ტუნისი Vs. საფრანგეთი

30.11.2022 – 23:00 პოლონეთი Vs. არგენტინა

30.11.2022 – 23:00 საუდის არაბეთი Vs. მექსიკა

შეგახსენებთ, რომ ეს არის განახლებადი სტატია. შესაბამისად, ოთხივე მატჩთან დაკავშირებით გავრცელებული ყველა სიახლე, ოპერატიულ რეჟიმში გამოქვეყნდება.


ავსტრალია Vs. დანია


დანიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: შმეიხელი - კრისტენსენი, ანდერსენი, კრისტენსენი, მაელე - ჰოიბერგი, იანსენი, ერიკსენი - ოლსენი, ლინდსტრომი, ბრაითვეითი.

ავსტრალიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: რაიანი - სოუტარი, როუვლსი, ბეიჩი, დეგენეკი - ლეკი, ირვინი, მუი, გუდვინი - მაგრი, დუკა.

1:0 - მეტიუ ლეკი

ავსტრალია 1:0 დანია (მატჩის მიმოხილვა)


ტუნისი Vs. საფრანგეთი


საფრანგეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: მანდანდა - კონატე, ვარანი, დისასი, კამავინგა - ჩუამენი, ფოფანა, ვერეტუ - კომანი, კოლო მუანი, გენდუზი.

ტუნისის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: დაჰმენი - ტალბი, განდრი, მერია - კეჩრიდა, მაალული, ლაიდოუნი, შჰირი - ბენ სლიმენი, ბენ რომდეინი, ხაზრი.

1:0 ხაზრი

ტუნისი 1:0 საფრანგეთი (მატჩის მიმოხილვა)


პოლონეთი Vs. არგენტინა


პოლონეთის სასტარტო შემადგენლობა: ვოიცეხ შესნი, მეთი ქეში, იაკუბ კივიორი, კამილ გლიკი, ბარტოშ ბერეზინსკი, კრისტიანი ბილიკი, გრეგორ კრიხოვიაკი, პიოტრ ზელინსკი, პრჟემისლავ ფრანკოვსკი, კაროლ სვიდერსკი, რობერტ ლევანდოვსკი.

არგენტინის სასტარტო შემადგენლობა: ემილიანო მარტინესი, მოლინა, რომერო, ოტამენდი, აკუნია, დე პაული, ფერნანდესი, მაკ ალისტერი, მესი, ალვარესი, დი მარია.


საუდის არაბეთი Vs. მექსიკა


საუდის არაბეთის სასტარტო შემადგენლობა: მოჰამედ ალ ოვაისი, სულთან ალგანამი, აბდულელა ალამრი, ჰასან ალთამბაქტი, ალი აბდულაი, საუდ აბდულჰამიდი, ალი ალჰასანი, მოჰამედ კანო, ფერას ალბრიკანი, სალემ ალდავსარი, სალე ალშეჰრი.

მექსიკის სასტარტო შემადგენლობა: გილერმო ოჩოა, მორენო, გალიარდო, მონტესი, სანჩესი, ჩავესი, ალვარესი, პინედა, ვეგა, მარტინი, ლოსანო.

სხვა სტატიები